ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია იძულებით სამუშაოებზე გაგზავნოს მხოლოდ ის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომელთაც შეუსრულდათ თვრამეტი წელი, ამასთანავე, მხოლოდ ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც აუცილებელია ან საოკუპაციო ჯარის საჭიროებისათვის, ან დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის კომუნალურ მომსახურებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან ან საკვებით, საცხოვრებლით, ტანსაცმლითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან. დაუშვებელია დაცვის ქვეშ მყოფი პირების იძულება, შეასრულონ ისეთი სამუშაო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს დაცვის ქვეშ მყოფი პირებისაგან, რომ მათ ძალის გამოყენებით უზრუნველყონ იმ ნაგებობების დაცვა, სადაც ისინი ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს.

სამუშაო უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ეს პირები იმყოფებიან. თითოეული მათგანი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დარჩეს თავის ჩვეულ სამუშაო ადგილზე. მუშაობა სამართლიანად უნდა ანაზღაურდეს და შეესაბამებოდეს მომუშავეთა ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი კანონები სამუშაო პირობებისა და შრომის დაცვის შესახებ, კერძოდ, სამუშაო დღის ხანგრძლივობის, აღჭურვილობის, წინასწარი მომზადების, სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების კომპენსაციის შესახებ, ვრცელდება აგრეთვე იმ დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე, რომლებიც ამ მუხლით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებენ.

იძულებით შრომაში ჩაბმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს მომუშავეთა სამხედრო ან ნახევრად გასამხედროებულ ორგანიზაციებში მობილიზაცია