დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ მიღებული შეზღუდვის ღონისძიებები, თუ ისინი მანამდე არ გაუქმებულა, გაუქმდება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში.

მათი ქონების მიმართ დაწესებული შეზღუდვის ღონისძიებები გაუქმდება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ხელშიც იმყოფებიან ეს პირები.

ნაწილი III

ოკუპირებული ტერიტორიები