ეს დებულება არავითარ შემთხვევაში არ უშლის ხელს საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ დაცვის ქვეშ მყოფი პირების რეპატრიაციას ან მათ დაბრუნებას იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი ადრე ცხოვრობდნენ.
სახელმწიფოს შეუძლია დაცვის ქვეშ მყოფი პირების გადაცემა, თუ ისინი მის ხელში არიან, მხოლოდ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსათვის და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სახელმწიფოს, რომელსაც ისინი უნდა გადაეცეს, სურს და შეუძლია წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესრულება. ასეთი გადაცემის შემდეგ წინამდებარე კონვენციის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღებ სახელმწიფოს მანამ, სანამ დაცვის ქვეშ მყოფი პირები მისი მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. თუ მიმღები სახელმწიფო არ შეასრულებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს რომელიმე მნიშვნელოვან პუნქტთან მიმართებაში, სახელმწიფომ, რომელმაც გადასცა დაცვის ქვეშ მყოფი პირები, მფარველი სახელმწიფოსაგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე უნდა მიიღოს ეფექტური ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს ამ პირთა დაბრუნება. ასეთი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფი პირის გადაცემა სახელმწიფოსათვის, სადაც ის შეიძლება დაექვემდებაროს დევნას პოლიტიკური შეხედულებებისა ან რელიგიური მრწამსის გამო.
ამ მუხლის დებულებები არ უშლის ხელს დაცვის ქვეშ მყოფი იმ პირების ექსტრადიციას, რომლებიც ბრალდებულნი არიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, თუ ექსტრადიცია ხორციელდება საომარი მოქმედებების დაწყებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზ