1. მე-4 მუხლში მოხსენიებული დანაშაულები ითვლება შეტანილად, როგორც ექსტრადიციის გამომწვევი დანაშაულები, მხარე-სახელმწიფოთა შორის არსებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ. მხარე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, შეიტანონ ამგვარი დანაშაულები, როგორც ექსტრადიციის გამომწვევი დანაშაულები ყველა ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ, რომელიც მათ შორის დაიდება.
2. თუ მხარე სახელმწიფო, რომელიც ექსტრადიციას ხელშეკრულების არსებობით განაპირობებს, მიიღებს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას სხვა მხარე-სახელმწიფოსაგან, რომელთანაც მას დადებული არა აქვს ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, მას შეუძლია, ეს კონვენცია განიხილოს სამართლებრივ ბაზად ექსტრადიციისათვის ამგვარ დანაშაულებთან მიმართებაში. ექსტრადიცია ექვემდებარება სხვა პირობებს, გათვალისწინებულს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.
3. მხარე-სახელმწიფოები, რომლებიც ექსტრადიციის ხელშეკრულების არსებობით არ განაპირობებენ, ერთმანეთს შორის ურთიერთობისას აღიარებენ ამგვარ დანაშაულებს ექსტრადიცის გამომწვევ დანაშაულებად იმ პირობის მიხედვით, რომლებიც გათვალისწინებულია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.
4. ამგვარი დანაშაულები, მხარე-სახელმწიფოთა შორის ექსტრადიციის მიზნისათვის, განიხილება იმგვარად, თითქოს ისინი ჩადენილი იყოს არა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ისინი მოხდა, არამედ აგრეთვე იმ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, რომლებსაც მოეთხოვებათ, დაამყარონ საკუთარი იურისდიქცია მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად.
მუხლი 8
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“, მუხლი 8. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1222504/muxli-8/