1. თითოეული მხარე-სახელმწიფო ღებულობს ქმედით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო ან სხვა სახის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს წამების აქტები მისი იურუსდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე.
2. არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს ომის მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.
3. ზემდგომი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ბრძანება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.
მუხლი 2
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“, მუხლი 2. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1222504/muxli-2/