2. ეს ორგანოები გადაწყვეტილებას ღებულობენ იმგვარადვე, როგორც სერიოზული ხასიათის მქონე ჩვეულებრივი დანაშაულის შემთხვევაში ამ სახელწიფოს კანონმდებლობის მიხედვით. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებულ შემთხვევებში, მოთხოვნები იმ მტკიცებულებათა მიმართ, რომლებიც სასამართლო დევნისა და მსჯავრის დადებისთვის არის აუცილებელი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნაკლებად მკაცრი, ვიდრე მოთხოვნები, რომლებიც მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ შემთხვევებში გამოიყენება.
3. ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქმის გარჩევა მე-4 პუნქტში მოხსენიებულ რომელიმე დანაშაულთან დაკავშირებით, გარანტირებულია სამართლიანი მოპყრობა საქმის გარჩევის ეტაპზე