1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს იმისათვის, რომ დაწესდეს მისი იურისდიქცია ამ კონვენციის მე-5, მე-6 და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, როდესაც:
a) დანაშაული ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ან
b) დანაშაული ჩადენილია გემზე, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში დაცურავდა ამ მონაწილე სახელმწიფოს დროშით ან საჰაერო ხომალდზე, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის რეგისტრირებული იყო ამ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ კონვენციის მე-4 მუხლის დაცვის პირობით, მონაწილე სახელმწიფოს ასევე შეუძლია თავისი იურისდიქცია დააწესოს ნებისმიერ ასეთ დანაშაულზე, როდესაც:
a) დანაშაული ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქის წინააღმდეგ;
b) დანაშაული ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომელსაც მის ტერიტორიაზე მუდმივი ადგილსამყოფელი გააჩნია;
c) დანაშაული:
i. მიეკუთვნება იმ დანაშაულებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით და ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, მის ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით;
ii. მიეკუთვნება იმ დანაშაულებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციის მე-6 მუხლის (1)(ბ)(ii) პუნქტით და ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, მის ტერიტორიაზე ამ კონვენციის მე-6 მუხლის (1) (a)(i) ან (1)(b)(i) პუნქტებში მითითებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით.
3. ამ კონვენციის მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე თავისი იურისდიქციის დასაწესებლად, როდესაც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე და იგი არ ახდეს ამ პირის ექსტრადირებას მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის მოქალაქეა.
4. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია აგრეთვე მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე თავისი იურისდიქციის დასაწესებლად, როდესაც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე და იგი არ ახდეს ამ პირის ექსტრადირებას.
5. თუ მონაწილე სახელმწიფომ, რომელიც ახორციელებს იურისდიქციას ამ მუხლის პირველი ან მეორე პუნქტების თანახმად, მიიღო შეტყობინება ან სხვა გზით გაიგო, რომ ერთი ან რამდენიმე სხვა მონაწილე სახელმწიფოატარებს გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასამართლო პროცესს იგივე ქმედებასთან დაკავშირებით, ამ მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა, სათანადო შემთხვევებში, უნდა ჩაატარონ კონსულტაციები თავიანთი საქმიანობის კოორდინირების მიზნით.
6. საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ეს კონვენცია არ გამორიცხავს მონაწილე სახელმწიფოს მიერ თავისი შიდა კანონდმებლობის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციის განხორციელება