1. ეს მუხლი ვრცელდება ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ან იმ შემთხვევებში, როდესაც ამ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში მითითებული დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და თუ პირი, რომლის ექსტრადირებასაც მოითხოვენ, იმყოფება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც წარდგენილია ექსტრადირების მოთხოვნა, დასჯადია როგორც მოთხოვნის წარმდგენი, ისე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოების კანონმდებლობით.

2. თუ მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ შეეხება რამდენიმე მძიმე დანაშაულს, რომელთაგან ზოგიერთი არ არის გათვალისწინებული წინამდებარე მუხლით, მაშინ მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ამ მუხლის მოქმედება გაავრცელოს ამ უკანასკნელ დანაშაულთა მიმართაც.

3. თითოეული დანაშაული, რომელზეც ვრცელდება ეს მუხლი, უნდა ჩაითვალოს შეტანილად ექსტრადირებადი დანაშაულის სახით მონაწილე სახელმწიფოებს შორის არსებულ ექსტრადიციის ნებისმიერ ხელშეკრულებაში. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ ეს დანაშაულები შეიტანონ ექსტრადირებადი დანაშაულების სახით ექსტრადიციის ნებისმიერ იმ ხელშეკრულებაში, რომელიც უნდა დაიდოს მათ შორის,.

4. როდესაც მონაწილე სახელმწიფო, რომლის მიერ ექსტრადიციის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი ხელშეკრულების არსებობაზე, იღებს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას სხვა მონაწილე სახელმწიფოსაგან, რომელთანაც მას არ აქვს დადებული ექსტრადიციის ხელშეკრულება, მას შეუძლია ეს კონვენცია მიიჩნიოს ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძვლად ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით.

5. მონაწილე სახელმწიფოებმა, რომელთა მიერ ექსტრადიციის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი ხელშეკრულების არსებობაზე:

a) ამ კონვენციის სარატიფიკაციო სიგელების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტების დეპონირებისას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უნდა აცნობონ, გამოიყენებენ თუ არა ამ კონვენციას სამართლებრივი საფუძვლის სახით სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ექსტრადიციის სფეროში თანამშრომლობის მიზნით.

b) თუ ისინი ამ კონვენციას არ გამოიყენებენ სამართლებრივი საფუძვლის სახით ექსტრადიციის სფეროში თანამშრომლობის მიზნით, მაშინ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დადონ ექსტრადიციის ხელშეკრულება ამ კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან წინამდებარე მუხლის შესრულების მიზნით.

6. მონაწილე სახელმწიფოები, რომელთა მიერ ექსტრადიციის განხორციელება დამოკიდებული არ არის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობაზე, ერთმანეთთან ურთიერთობისას ამ მუხლში აღნიშნულ დანაშაულებს აღიარებენ ექსტრადირებად დანაშაულებად.

7. ექსტრადიცია ხორციელდება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით ან ექსტრადიციის მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, რომლებიც, inter alia, უნდა ადგენდეს სასჯელის მინიმალურ ზონას ექსტრადიციისთვის და იმ საფუძვლებს რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ექსტრადიციაზე.

8. მონაწილე სახელმწიფოები, თავიანთი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, შეეცდებიან უზრუნველყონ ექსტრადიციის დაჩქარებული წესით განხორციელება და მტკიცებულებათა წარდგენის პროცედურის გამარტივება ამ მუხლში მითითებულ ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებაში.

9. შიდა კანონმდებლობისა და ექსტრადიციის ხელშეკრულებათა გათვალისწინებით, მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება რომ არსებული გარემობები ამას მოითხოვს, და მოთხოვნის წარმდგენი მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს, თხოვნით; შეუძულია დააკავოს მის ტერიტორიაზე მყოფი პირი, რომლის ექსტრადირებასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია მოთხოვნა, ან მიიღოს სხვა ზომები, რათა უზრუნველყოს ამ პირის ყოფნა ექსტრადიციის პროცედურების განხორციელებისას.

10. თუ მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, უარს ამბობს მის ექსტრადირებაზე ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით მხოლოდ იმ მოტივით, რომ იგი მისი მოქალაქეა, ეს მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, ექსტრადიციის მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს თხოვნით, ბრალეული გაჭიანურების გარეშე გადასცეს საქმე თავის კომპეტენტურ ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. ეს ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას და განახორციელებენ სამართალწარმოებას იმავე წესით, როგორც შიდა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ეს მონაწილე სახელმწიფოები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან პროცესუალურ და მტკიცებულებათა წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხებში, სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.

11. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილე სახელმწიფო შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია მოახდინოს თავისი მოქალაქის ექსტრადირება ან სხვა წესით გადაცემა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს მოქალაქე დაბრუნებულ იქნება ამ მონაწილე სახელმწიფოში, იმ სასამართლო პროცესის ან სამართალწარმოების შედეგად გამოტანილი სასჯელის მოხდის მიზნით, რომლის ჩატარებასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილ იქნა პირის ექსტრადირების ან გადაცემის მოთხოვნა, და თუ ეს მონაწილე სახელმწიფო და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო შეთანხმდებიან ამ და სხვა პირობაზე, რომლებსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ ასეთი პირობითი ექსტრადიცია ან გადაცემა საკმარისი იქნება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

12. თუ მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო უარს ამბობს სასჯელის აღსრულების მიზნით პირის ექსტრადირებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული პირი მისი მოქალაქეა, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, და მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს განაცხადის საფუძველზე, განიხილავს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული სასჯელის ან მისი ნაწილის აღსრულების შესაძლებლობას.

13. ნებისმიერ პირს, ომლის მიმართაც ხორციელდება სამართალწარმოება ამ მუხლში აღნიშნულ რომელიმე დანაშაულთან დაკავშირებით, გარანტირებული უნდა ჰქონდეს სამართლიანი მოპყრობა სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, ყველა ის უფლება და გარანტია, რომელსაც ითვალისწინებს იმ მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც იგი იმყოფება.

14. ამ კონვენციის არცერთი პუნქტი არ წარმოშობს ექსტრადიციის განხორციელების ვალდებულებას, თუ მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს აქვს საფუძვლიანი მიზეზი, რათა ივარაუდოს, რომ პირის ექსტრადიციის მოთხოვნა მიზნად ისახავს მის მიმართ დევნის განხორციელებას ან დასჯას სქესის, რასობრივი კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, მოქალაქეობის, ეთნიკური წარმომავლობის ან პოლიტიკურ შეხედულებათა გამო ან თუ ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაამძიმებს ამ პირის მდგომარეობას, რომელიმე რელიგიური მრწამსის, მოქალაქეობის, ეთნიკური წარმომავლობის ან პოლიტიკურ შეხედუდებათა გამო ან თუ ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაამძიმებს ამ პირის მდგომარეობას რომელიმე აღნიშნული მიზეზი ს გამო.

15. მონაწილე სახელმწიფოებს არ შეუძლიათ უარი განაცხადონ ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ დანაშაული დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან.

16. ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმამდე, მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებს ჩაატარებს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოსთან, რათა ამ უკანასკნელს მიეცეს თავისი მოსაზრებებისა და მოთხოვნაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენის სრული შესაძლებლობა.

17. მონაწილე სახელმწიფოები დადებენ ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს ექსტრადიციის განხორციელების ან მისი ეფექტურობის ამაღლების მიზნი