1. მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს გაუწევენ მაქსიმალურად ფართო სამართლებრივ დახმარებას ამ კონვენციაში მითითებულ დანაშაულთა გამოძიების, მათზე სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო პროცესის განხორციელების მიზნით, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-3 მუხლში და ერთმანეთს აღმოუჩენენ ანალოგიურ დახმარებას, თუ მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია საფუძვლიანი მიზეზი, რათა ივარაუდოს, რომე მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებში აღნიშნული დანაშაული ტრანსნაციონალური ხასიათისაა, რომ დაზარალებულები, მოწმეები, შემოსავლები, დანაშაულის ჩადენის საშუალებები ან მტკიცებულებები მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა ლოკალიზებული და რომ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობს დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი.

2. სამართლებრივი ურთიერთდახმარება უნდა განხორციელდეს მაქსიმალური მოცულობით, მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შესაბამისი კანონების, ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესაბამისად, ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებული გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო პროცესის განხორციელების მიზნით, რომელთა ჩადენაც იწვევს იურიდული პირის პასუხისმგებლობას მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში, თანახმად ამ კონვენციის მე-10 მუხლისა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი შემდეგი მიზნით:

a) პირთაგან ჩვენების ან მტკიცებულების მიღება;

b) სასამართლო დოკუმენტის გადაცემა;

c) ჩხრეკა, ამოღება და დაყადაღება;

d) ობიექტების და ადგილის დათვალიერება;

e) ინფორმაციის, ნივთიერი მტკიცებულებების და ექსპერტთა დასკვნების წარდგენა;

f) შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, სამთავრობო, საბანკო, საფინანსო, კორპორაციული ან კომერციული დედნების ან მათი დამოწმებული ასლების წარდგენა;

g) დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების დანაშაულის ჩადენის საშუალებებისა და ნივთმტკიცებების ამოცნობა ან ძებნა;

h) მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ორგანოებში შესაბამისი პირის ნებაყოფლობითი გამოცხადების უზუნველველყოფა;

i) ნებისმიერი სხვა სახის დახმარება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობას.

4. შიდა კანონმდებლობის დაურღვევლად, მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, წინასწარი მოთხოვნის გარეშე, შეუძლიათ გადასცენ ინფორმაცია სისხლისსამართლებრივი საკითხების შესახებ სხვა მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თვლიან, რომ ასეთი ინფორმაცია დახმარებას გაუწევს ამ ორგანოებს გამოძიების და სისხლისსამართლებრივი პროცესის განხორციელებასა და წარმატებით დასრულების საქმეში ან შესაძლებლობას მისცემს მათ წარმოადგინონ მოთხოვნა ამ კონვენციით გათვალისწინებული წესით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის გადაცემა უნდა განხორციელდეს ინფორმაციის მიმწოდებელ სახელმწიფოში გამოძიებისა და სისხლის სამართლაწარმოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე. ინფორმაციის მიმღები კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან, თუ არსებობს შესაბამისი მოთხოვნა, დაიცვან მიღებული ინფორმაციის კოენფიდენციალურობა, თუნდაც დოებით, ან შეასრულონ ასეთი ინფორმაცის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, თავის ტერიტორიაზე მიმდინარე სამართალწარმოებისას, გაამჟღავნოს ის ინფორმაცია. რომელიც ამართლებს მსჯავრდებულს. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის გამჟღავნებამდე, ინფორმაციის მიმღები მონაწილე სახელმწიფო აღნიშნულის შესახებ აცნობებს ინფორმაციის მიმწოდებლ მონაწილესახელმწიფოს და, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, გამართავს მასთან კონსულტაციებს. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც წინასწარ შეტყობინება შეუძლებელია, ინფორმაციის მიმღები მონაწილე სახელმწიფო ინფორმაციის მიმწოდებელ მონაწილე სახელმწიფოს ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ აცნობებს დაუყოვნებლივ.

6. ამ მუხლის დებულებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ნებისმიერ სხვა ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც არეგულირებს ან შემდგომში დაარეგულირებს, მთლიანად ან ნაწილობრივ, სამართლებრივი ურთიერთდახმარების საკითხებს.

7. ამ მუხლის მე-9 – 29-ე პუნქტები გამოიყენება ამ მუხლის საფუძველზე გაგზავნილი მოთხოვნების მიმართ, თუ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს უკვე ნაკისრი არა აქვთ სამართლებრივი ურთიერთდახმარების რომელიმე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. თუ მონაწილე სახელმწიფოებს უკვე ნაკისრი აქვთ რომელიმე ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, გამოიყენება ამ ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სახელმწიფოები შეთანხმდებიან მათ ნაცვლად ამ მუხლის მე-9–29-ე პუნქტების გამოყენებაზე. სასურველია მონაწილე სახელმწიფოებმა გამოიყენონ ეს პუნქტები, თუ ეს ხელს შეუწყობს თანამშრომლობას.

8. მონაწილე სახელმწიფოები უარს ვერ იტყვიან ამ მუხლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევაზე საბანკო საიდუმლოების დაცვის მოტივით.

9. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ უარი თქვან ამ მუხლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევაზე შესაბამისი ქმედების დანაშაულად ორმხრივი აღიარების არარსებობის საფუძველზე. ამასთან, მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს გაუწიოს დახმარება, რომლის მოცულობასაც განსაზღვრავს თავის შეხედულებისამებრ, იმისგან დამოუკიდებლად ითვლება თუ არა შესაბამისი ქმედება დანაშაულად მოთხოვნის მიაღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით.

10. პირი, რომელიც დაკავებულია ან სასჯელს იხდის ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომლის ყოფნა სხვა მონაწილე სახელმწიფოში საჭიროა პირი იდენტიფიცირების, ჩვენების მიცემის ან სხვა სახის დახმარების გაწევის მიზნით, რაც უზრუნველყოფს მტკიცებულებათა მოპოვებას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სამართალწარმოების განხორციელების პროცესში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს ამ მონაწილე სახელმწიფოში, თუ:

a) ეს პირი ძალდაუტანებლად იძლევა ამაზე გაცნობიერებულ თანხმობას;

b) ორივე მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ პირობებზე, რომლებიც მისაღებია ამ მონაწილე სახელმწიფოებისათვის.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის:

a) მონაწილე სახელმწიფო, რომელშიც გადაყვანილ იქნა პირი, უფლებამოსილი და ვალდებულია პირი ჰყავდეს პატიმრობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაწილე სახელმწიფო, საიდანაც გადაყვანილ იქნა ეს პირი იძლევა, სხვაგვარ უფლებამოსილებას ან აყენებს სხვაგვარ მოთხოვნას;

b) მონაწილე სახელმწიფო, რომელშიც გადაყვანილ იქნა პირი, ვალდებულია დაყოვნების გარეშე დააბრუნოს პირი იმ მონაწილე სახელმწიფოს განკარგულებაშიც, საიდანაც იგი იქნა გადაყვანილი, თანახმად ორივე მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღწეული წინასწარი თუ სხვა შეთანხმებისა;

c) მონაწილე სახელმწიფომ, რომელშიც გადაყვანილ იქნა პირი, არ უნდა მოსთხოვოს იმ მონაწილე სახელმწიფოს, საიდანაც გადაყვანილ იქნა პირი, ექსტრადირების წარმოების დაწყება ამ პირის უკან დასაბრუნებლად;

d) ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაყვანილი პირი იმყოფებოდა პატიმრობაში იმ მონაწილე სახელმწიფოში, სადაც ის გადაყვანილ იქნა, მას ჩაეთვლება სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

12. პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად არ ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დევნას, დაკავებას, დასჯას ან თავისუფლების სხვა ფორმით შეზღუდვას იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც იგი გადაყვანილ იქნა, იმ ქმედებების, გადაცდომების ან მსჯავრდების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მის მიერ იმ სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე, საიდანაც იგი იქნა გადაყვანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულზე თნხმობას გამოთქვამს ის მონაწილე სახელმწიფო, საიდანც ხდება პირის გადაყვანა ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად.

13. თითოეული მონაწილე სახელმწიფო დანიშნავს ცენტრალურ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი და უფლებამოსილი იქნება მიიღოს სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევასთან დაკავშირებული მოთხოვნები, შეასრულოს ან შესასრულებლად გადასცეს ისინი კომპეტენტურ ორგანოებს. თუ მონაწილე სახელმწიფოში არსებობს ისეთი რეგიონი ან ტერიტორია, სადაც მოქმედებს სამართლებრივი ურთიერთდახმარების განსხვავებული სისტემა, ასეთ სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს ცალკეული ცენტრალური ორგანო, რომელშიც შესრულებს იგივე ფუნქციას ამ რეგიონთან ან ტერიტორიასთან მიმართებაში. ცენტრალური ორგანოები  უზრუნველყოფენ მიღებული მოთხოვნების ოპერატიულ და სათანადო შესრულებას ან გადაგზავნას. თუ ცენტრალური ორგანო კომპეტენტურ ორგანოს შესასრულებლად უგზავნის მოთხოვნას, მან უნდა უზრუნველყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნის ოპერატიული და სათანადო შესრულება. მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირებისას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ეცნობება ცენტრალური ორგანოს დანიშვნის შესახებ. სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნები და მასთან დაკავშირებული შეტყობინებები ეგზავნება მონაწილე სახელმწიფოების მიერ დანიშნულ ცენტრალურ ორგანოებს. ეს დებულება არ ზღუდავს მონაწილე სახელმწიფოს უფლებას მოითხოვს, რომ ასეთი მოთხოვნები და შეტყობინებები მას მიაწოდონ დიპლომატიური არხებით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში და მონაწილე სახელმწიფოთა თანხმობით, სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, თუ ეს შესაძლებელია.

14. მოთხოვნა უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით ან სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა წერილობითი ჩანაწერის გაკეთების საშუალებას მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსათვის მისაღებ ენაზე და უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომლებიც მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს მისცემს მისი ავთენტურობის დადგენის საშუალებას. მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირებისას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ეცნობება თითოეული მონაწილე სახელმწიფოსათვის მისაღები ენის ან ენების შესახებ. საგანგებო ვითარებაში და მონაწილე სახელმწიფოთა თანხმობით, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს ზეპირი ფორმითაც, მაგრამ შემდგომში ის აუცილებლად უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით.

15. სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნაში მითითებული უნდა იქნეს:

a) მოთხოვნის წარმდგენი ორგანოს დასახელება;

b) გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოების საგანი და ხასიათი, რომელსაც შეეხება მოთხოვნა, ასევე ამ გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოების განმახორციელებელი ორგანოს დასახელება და ფუნცია;

c) შესაბამისი ფაქტებისმოკლე აღწერა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნა ეხება საასამართლო დოკუმენტის გადაცემას;

d) მოთხოვნლი დახმარების აღწერა და დაწვრილებითი ინფორმაცია ნებისმიერ კონკრეტულ პროცედურაზე, რომლის შესრულებასაც მოითხოვს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო;

e) შეძლებისდაგვარად, მონაცემები შესაბამისი პირის ვინაობის, ადგილსამყოფლისა და მოქალაქეობის შესახებ;

f) გამოთხოვილი მტკიცებულებების, ინფორმაციის ან განსახორციელებელი ღონისძიებების მიზანი.

16. მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად თავისი შიდა კანონმდებლობის თანახმად ან თუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას.

17. მოთხოვნა შესრულდება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, იმ მოცულობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობას, ხოლო თუ ეს შესაძლებელია, მოთხოვნაში მითითებული პროცედურების დაცვით.

18. შესაძლებლობის შემთხვევაში და შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების დაცვით, თუ პირი იმყოფება რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მან მოწმის ან ექსპერტის სახით უნდა მისცეს ჩვენება სხვა მონაწილე სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს, პირველ სახელმწიფოს შეუძლია, მეორე სახელმწიფოს მოთხოვნით, გასცეს სასამართლო მოსმენის ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩატარების ნებართვა, თუ აღნიშნული პირის პირადად გამოცხადება მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეუძლებელია ან არასასურველია. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ მოსმენა ჩატარდეს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს სასამართლო ორგანოს მიერ მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს სასამართლო ორგანოს წარმომადგენელთა თანდასწრებით.

19. მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო არ გადასცემს ან გამოიყენებს მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ან მტკიცებულებებს გამოძიების, სისხლისამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოებისთვის, მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ მიზნებისთვის, რომლებიც მითითებულია მოთხოვნაში. ეს პუნქტი ხელს არ უშლის მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს, საქმის წარმოებისას გაამჟღავნოს ის ინფორმაცია ან მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებს მსჯავრდებულს. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის გამჟღავნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო აღნიშნულის შესახებ აცნობებს მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს და, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, გამართავს მასთან კონსულტაციებს, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც წინასწარ შეტყობინება შეუძლებელია, მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ აცნობებს დაუყოვნებლივ.

20. მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს მოსთხოვოს, რომ ამ უკანასკნელმა დაიცვას მოთხოვნის წარდგენის ფაქტის და მისი შინაარსის  კონფიდენციალურობა, იმის გამოკლებით, რაც აუცილებელია მოტხოვნის შესასრულებლად თუ მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს არ შეუძლია კონფიდენციალურობის დაცვა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს.

21. სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე დასაშვებია უარის თქმა:

a) თუ მოთხოვნა არ იყო წარმოდგენილი ამ მუხლის დებულებების შესაბამისად;

b) თუ მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო თვლის, რომ მოთხოვნის შესრულება გამოიწვევს მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების; საზოგადოებრივი წესრიგის ან სხვა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ინტერესების შელახვას;

c) თუ მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა მის ორგანოებს აუკრძალავდა მოთხოვნაში მითითებული ღონისძიების განხორციელებას ნებისმიერ მსგავს დანაშაულთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ ეს დანაშაული იქნებოდა მისი საგამოძიებო, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოების ქვემდებარე;

d) თუ სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღების მონაწილე სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემას.

22. მონაწილე სახელმწიფოებს არ შეუძლიათ უარი თქვან სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ დანაშაული შეიძლება დაკავშირებული იყოს ფინანსურ საკითხებთანაც.

23. ნებისმიერი უარი სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე უნდა იყოს მოტივირებული.

24. მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნას შეასრულებს რაც შეიძლება მოკლე ვადებში და, რამდენადაც შესაძლებელია, გაითვალისწინებს მოთხოვნაში მითითებულ ვადებს, რომლებიც დასაბუთებულია მოთხოვნაში. მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო უპასუხებს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს გონივრულ შეკითხვას მოთხოვნის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. თუ მოთხოვნილი დახმარება საჭირო აღარ არის, მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო ამის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინებს მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს.

25. მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ სამართლებრივი ურთიერთდახმარების აღმოჩენა შეიძლება გადაავადოს იმ საფუძვლით, რომ ეს ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასამართლო წარმოებას.

26. ამ მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით, მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმამდე ან ამ მუხლის 25-ე პუნქტის მიხედვით მოთხოვნის შესრულების გადავადებამდე, მოთხოვნის მიმღები მონაწილე მონაწილე სახელმწიფო კონსულტაციას ჩაატარებს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოსთან, რათა დაადგინოს, მისაღებია თუ არა მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოსთვის, რომ მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ მოთხოვნა შეასრულოს მისთვის მისაღებ ვადებში და პირობებით. თუ მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო დათანხმდება დახმარების მიღებას აღნიშნული პირობებით, მაშინ ის უნდა დაემორჩილოს ამ პირობებს.

27. ამ მუხლის მე-12 პუნქტისათვის ზიანის მიყენების გარეშე, მოწმე, ექსპერტი ან სხვა პირი, რომელიც მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვნით თანახმაა მისცეს ჩვენება სასამართალწარმოების დროს ან დახმარება გაუწიოს გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოების განხორციელებაში მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არ ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დევნას, დაკავებას, დასჯას ან თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვას ამ ტერიტორიაზე იმ ქმედებების, გადაცდომების ან მსჯავრდებათა გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოდან მის წამოსვლამდე. ეს ხელშეუხებლობის გარანტია შეწყდება, თუ მოწმეს, ექსპერტს ან სხვა პირს თხუთმეტი დღის ან მონაწილე სახელმწიფოთა შორის შეთანხმებული სხვა ვადის განმავლობაში, იმ დღიდან, როდესაც მას ოფიციალურად ეცნობა, რომ მისი დასწრება საჭირო აღარ იყო სასამართლო ორგანოებისთვის, ჰქონდა მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა, მაგრამ თავისი ნებით მაინც დარჩა ამ ტერიტორიაზე ნებაყოფლობით, ან დატოვა ეს ტერიტორია და შემდგომ ისევ დაბრუნდა იქ.

28. მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ხარჯებს დაფარავს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს შორის არსებობს სხვაგვარი შეთანხმება. თუ მოთხოვნის შესრულებისათვის საჭიროა ან საჭირო გახდება არსებითი ან განსაკუთრებული ხარჯები, მაშინ მონაწილე სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ მოთხოვნის შესრულების წესსა და პირობებზე, ასევე ხარჯების დაფარვის პირობებზე.

29. მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო:

a) მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს წარუდგენს სამთავრობო ოქმების და დოკუმენტების ასლებს ან ინფორმაციას, რომელიც მას გააჩნია და რომელიც მისი შიდა კანონმდებლობით ხელმისაწვდომია საჯაროდ;

b) თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს წარუდგინოს, მთლიანად ან ნაწილობრივ, მის მიერ განსაზღვრული პირობებით, სამთავრობო ოქმების და დოკუმენტების ასლები ან ინფორმაცია, რომელიც მას გააჩნია და რომელიც მისი შიდა კანონმდებლობით არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი.

30 მონაწილე სახელმწიფოებს, საჭიროების მიხედვით, შეუძლიათ დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები ამ მუხლის მიზნების შესრულების, მისი პრაქტიკული რეალიზაციის ან დებულებათა განმტკიცებისათვი