თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნეს აღიარებული განზრახ ჩადენილი შემდეგი ქმედებები:
a) ფიზიკური ძალის, მუქარის ან დაშინების გამოყენება ან არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება, ყალბი ჩვენების მიცემაზე დაყოლიების ან ჩვენების მიცემაში ან მტკიცებულების წარდგენაში ჩარევის მიზნით, ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებულ სამართალწარმოების პროცესში.
b) ამ კონვენციით გათვალისწინებულ, დანაშაულებთან დაკავშირებულ სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებაში ჩარევის მიზნით ფიზიკური ძალის, მუქარის ან დაშინების გამოყენება. ეს ქვეპუნქტი არ ზღუდავს მონაწილე სახელმწიფოს უფლებას იქონიოს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა კატეგორიის მოხელეთა დაცვა