1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, თუ ეს დაშვებულია მისი შიდასამართლებრივი სისტემის ძირითადი პრინციპებით, თავის შესაძლებლობების ფარგლებში და შიდა კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით, მიიღებს აუცილებელ ზომებს, რაც მის კომპეტენტურ ორგანოებს მისცემს კონტროლირებადი მიწოდების დანიშნულებისამებრ განხორციელების და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიების სხვა მეთოდების – ელექტრონული მეთვალყურეობის ან მეთვალყურეობის სხვა ფორმების, მათ შორის, აგენტურული ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას, თავის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის წარმოების მიზნით.

2. ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, აუცილებლობის შემთხვევაში, დადონ შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები და შეთანხმებები გამოძიების სპეციალური მეთოდების გამოყენების მიზნით საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის კონტექსტში. ეს ხელშეკრულებები და შეთანხმებები უნდა დაიდოს და შესრულდეს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით და ამ შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პირობათა გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ან შეთანხმების არარსებობისას, საერთაშორისო დონეზე გამოძიების სპეციალური მეთოდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება თითოეული კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ითვალისწინებდეს ფინანსურ შეთანხმებებსა და მორიგებებს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებით.

4. საერთაშორისო დონეზე კონტროლირებადი მიწოდების მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოების თანხმობით, შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთი მეთოდების გამოყენებასაც, როგორიცაა ტვირთის ხელში ჩაგდება, ხელუხლებლად დატოვება ან მთლიანად ან ნაწილობრივ ამოღება ან შეცვლ