1. დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავლებს ან ქონებას,რომელთა კონფისკაცია მონაწილე სახელმწიფომ განახორციელა ამ კონვენციის მე-12 მუხლის ან მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს მონაწილე სახელმწიფო განკარგავს თავისი შიდა კანონმდებლობის და ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად.
2. სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაზე რეაგირებისას, მონაწილე სახელმწიფოებმა, რამდენადაც ეს დაშვეუბლია მათი კანონმდებლობით და თუ ეს მითითებულია მოთხოვნაში, უპირატესობა უნდა მიანიჭონ კონფისაციაქმნილი დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ან ქონების დაბრუნებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოსთვის, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს კომპენსაციის გადახდა დაზარალებულთათვის ან დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლები თუ ქონება დაუბრუნოს კანონიერ მფლობელებს.
3. ამ კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე რეაგირებისას, მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია სპეციალური განხილვის საგნად აქციოს ხელშეკრულებების ან შეთანხმებების დადება იმის თაობაზე, რომ:
a) დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები ან ქონება, ან მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ან მათი ნაწლი გადაირიცხოს ამ კონვენციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გახსნილ ანგარიშზე ან გადაეცეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავრობათაშორის ორგანიზაციებს;
b) თავისი შიდა კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პროცედურებით დადგენილი წესით, დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები ან ქონება ან მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გაუნაწილდეს სხვა წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ საფუძველზე ან თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინები