1. იმ მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც სხვა მონაწილე სახელმწიფოსაგან, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ამ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის მიმართ, მიიღო მოთხოვნა ამ კონვენციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში მთითებული დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების, მოწყობილობების ან სხვა საშუალებების კონფისკაციის შესახებ, რომლებიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე, თავისი შიდასამართლებრივი სისტემის გათვალისწინებული მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა:
a) გადასცეს ეს მოთხოვნა თავის კომპეტენტურ ორგანოებს კონფისკაციის შესახებ დადგენილების მიღების მიზნით და ასეთი დადგენილების გამოტანის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი სისრულეში, ან
b) გადასცეს კომპეტენტურ ორგანოებს სისრულეში მოყვანის მიზნით კონფისკაციის შესახებ დადგენილება, რომელიც გამოტანილია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს სასამართლოს მიერ ამ კონვენციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, და რომელიც შეეხება მე-12 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ და მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავლებს, ქონებას, მოწყობილობას ან სხვა საშუალებებს.
2. იმ მონაწილე სახელმწიფოსაგან მოთხოვნის მიღების შემდეგ; რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ამ კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულზე, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები ამ კონვენციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების, მოწყობილობების ან სხვა საშუალებების გამოვლენის, პოვნის; დაყადაღების ან ამოღებისათვის, მათი საბოლოო კონფისკაციის მიზნით; რომლის შესახებაც დადგენილება გამოაქვს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს ან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს.
3. ამ კონვენციის მე-18 მუხლის დებულებები გამოიყენება mutatis mutandis ამ მუხლთან მიმართებაში. მე-18 მუხლის მე-15 პუნქტში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად, ამ მუხლის საფუძველზე გაგზავნილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) ამ მუხლის (1) (ა) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში, – კონფისკაციას დაქვემდებარებული ქონების აღწერას და იმ ფაქტების ჩამონათვალს, რომლებსაც წარმოადგენს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო და რომლებიც შეიცავს საკმარსი მტკიცებულებებს იმისთვის, რომ მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ უზრუნველყოს სათანადო დადგენილების გამოტანა თავისი კანონმდებლობის შესაბამისად;
b) ამ მუხლის (1)(ბ) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს მიერ გამოტანილი კონფისკაციის დადგენილების იურიდიულად დამოწმებულ ასლს, რომელსაც ეფუძნება მოთხოვნა; ფაქტების ჩამონათვალს და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოცულობით უნდა შესრულდეს დადგენილება;
c) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში,-ფაქტების ჩამონათვალს, რომელსაც წარმოადგენს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო და მოთხოვნაში მითითებული ზომების აღწერას.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები ან ზომები მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავისი შიდა კანონმდებლობის და პროცესუალური ნორმების შესაბამისად, ან იმ ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულების, შეთანხმების თუ მორიგების შესაბამისად, რომელიც აკისრებს მას ვალდებულებებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მიმართ.
5. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უნდა წარუდგინოს თავისი კანონების და კანონქვემდებარე აქტების ასლები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მუხლის დებულებების განხორციელებას, აგრეთვე ამ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში შეტანილი ცვლილებები ან მათი აღწერა.
6. თუ რომელიმე მონაწილე სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული ზომების განხორციელება დამოკიდებული იყოს შესაბამისი ხელშეკრულების არსებობაზე, მაშინ ეს მონაწილე სახელმწიფო წინამდებარე კონვენციას განიხილავს, როგორც ამგვარი ხელშეკრულების აუცილებელ და საკმარის სამართლებრივ საფუძველს.
7. მონაწილე სახელმწიფომ შეიძლება უარი თქვას ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე, თუ დანაშაული, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არ წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის რეგულირების საგანს.
8. ამ მუხლის დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ შეილახოს კეთილსინდისიერი მესამე მხარის უფლებები.
9. მონაწილე სახელმწიფოები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების და შეთანხმებების დადების შესაძლებლობას წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების მიზნი