1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს, იმისათვის, რომ მას საშუალება მიეცეს კონფისკაცია გაუკეთოს იმ საშუალებებს და შემოსავალს ან ქონებას, რომელთა ღირებულებაც შეესაბამება ამ შემოსავალს და გათეთრებულ ქონებას.

2. იმ პირობით, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტი ეხება ფულის გათეთრების და წინამდებარე კონვენციის დანართში მოცემულ დანაშაულების კატეგორიებს. თითოეულ მონაწილეს კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტი გამოიყენება:

a)  მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს დანაშაული დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ან დაკავებით ერთ წელზე მეტი ვადით, თუმცა, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ამ დებულებებთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება საგადასახადო დანაშაულისგან მიღებული შემოსავლის კონფისკაციასთან დაკავშირებით, ერთადერთი მიზნით, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს მოახდინოს ამგვარი შემოსავლის კონფისკაცია, როგორც ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, ისე ეროვნული და საერთაშორისო საგადასახადო დავალიანების ამოღების კანონმდებლობის შესაბამისად; და/ან

b)   მხოლოდ მითითებული დანაშაულებების ჩამონათვალის მიმართ.

3. მონაწილეებს შეუძლიათ უზრუნველყონ იძულებითი კონფისკაცია იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომლებიც ექვემდებარებიან კონფისკაციის რეჟიმს, კერძოდ, მონაწილეებს შეუძლიათ ამ დებულებაში შეიტანონ ფულის გათეთრების, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულები და ნებისმიერი სხვა მძიმე დანაშაული.

4. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ  მძიმე დანაშაულთან ან დანაშაულებთან დაკავშირებით მოთხოვნილი იქნეს ეროვნული კანონდმებლობის შესაბამისად, დამნაშავემ დაამტკიცოს საეჭვო შემოსავლის ან სხვა ქონების წარმოშობა, რომელიც ექვემდებარება კონფისკაციას იმ მოცულობით, რომ ეს მოთხოვნა შეესაბამება მის შიდა სამართლის პრინციპებ