1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იურიდიულ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დადგენილი ფულის გათეთრების სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის, რომლებიც, ჩადენილია მათ სასარგებლოდ რომელიმე ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მოქმედებდა ინდივიდუალურად ან როგორც იურიდიული პირის ორგანოს შემადგენელი ნაწილი, რომლესაც უკავია იურიდიული პირის ხელმძღვანელი თანამდებობა, რაც ეფუძნება:

a)  იურიდიული პირის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; ან

b) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას;

c) იურიდიული პირის ფარგლებში კონტროლის განახორციელების უფლებამოსილებას,ისევე, როგორც ზემოთნახსენებ დანაშაულებებში ამ ფიზიკური პირის მონაწილეობა, როგორც დამხმარე ან წამქეზებელი.

2. 1-ლ პუნქტში, უკვე გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თითოეულმა მონაწილე უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაძლებელი იყო იურიდიულ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ 1-ლ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირის ზედამხედველობის ან კონტროლის არარსებობის გამო შესაძლებელი გახდა 1-ლ პუნქტში ნახსენები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირების მიერ.

3. ამ მუხლის შესაბამისად იურიდიული პირის პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს ფიზიკური პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას, რომელიც არიან 1-ლ პუნქტში ნახსენები სისხლის სამართლის დანაშაულების აღმსრულებლები, წამქეზებლები ან დამხმარეები.

4. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემულ იურიდიულ პირებს დაეკისროთ ეფექტური, პროპორციონალური, პრევენციული ხასიათის მქონე სისხლისსამართლებრივი და არა – სისხლის სამართლებრივი სანქციები, ფულადი სანქციების ჩათვლი