თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს, გადაუდებელი ზომების მიღების დასაშვებად ფინანსური დაზვერვის სამსახურის მიერ ან, საჭიროების შემთხვევაში, ნებისიერ სხვა კომპეტენტური ორგანოების ან ორგანოს მიერ, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ გარიგება დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან, შეჩეროს ან უარი განაცხადოს მიმდინარე გარიგებასთან დაკავშირებულ თანხმობაზე იმისათვის რომ მოახდინოს გარიგების ანალიზი და დაადასტუროს ეს ეჭვი. კონვენციის თითოეულ მონაწილეს შეუძლია შეზღუდოს ეს ზომა იმ შემთხვევებში, როდესაც შეტყობინება საეჭვო გარიგებაზე იქნა გადაცემული. გარიგების შეჩერების ან თანხმობაზე უარის თქმის მაქსიმალური ხანგრძლიობა ექვემდებარება მისი შიდა სამართლის შესაბამის დებულებებს.
საერთაშორისო თანამშრომლობა
ნაწილი 1 –საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპე