1. სხვა მონაწილის მოთხოვნაზე, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე და საბანკო ოპერაციებზე უნდა მიაწოდოს მონაცემები, რომლებიც განხორციელებული იქნა მითითებულ ვადაში, მოთხოვნაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ანგარიშების მეშვეობით განხორციელებული, გამავალი ან შემომავალი ანგარიშების მონაცემების ჩათვლით.

2. ამ მუხლში დადგენილი ვალდებულება გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რომ ინფორმაცია იმყოფება იმ ბანკის საკუთრებაში, რომელშიც ინახება ეს ანგარიში.

3. 37-ე მუხლის მოთხოვნებთან ერთად, მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ მოთხოვნაში უნდა მიუთითოს, თუ რატომ მიიჩნევს იგი მოთხოვნილ ინფორმაციას დანაშაულის სისხლისსამართლებრივი გამოძიებისათვის შესაბამისს.

4. მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეუძლია ასეთი მოთხოვნის შესრულება დამოკიდებული გახადოს იმავე პირობებზე, როგორსაც იგი იყენებს მოძიების და ამოღების მოთხოვნებთან დაკავშირებით.

5. მონაწილეებს შეუძლიათ გაავრცელონ ეს დებულება არა-საბანკო ფინანსურ დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზეც. ასეთი განვრცობა შეიძლება დაექვემდებაროს ნაცვალგების პრინციპ