1. თითოეულმა მონაწილემ ამ მუხლში დადგენილი პირობების მიხედვით, უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რაც აუცილებელია სხვა მონაწილის მიერ გამოგზავნილ მოთხოვნაზე საპასუხოდ, იმის დასადგენად ფიზიკური ან იურიდიულ პირი, რომელიც ექვემდებარება სისხლის სამართლის გამოძიებას, ფლობს თუ არა ან აკონტროლებს თუ არა ნებისმიერი ხასიათის ერთ ან მეტ ანგარიშს, მის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე ბანკში და თუ ასეა, მიაწოდოს ამოცნობილი ანგარიშების შესახებ მონაცემები.

2. ამ მუხლში დადგენილი ვალდებულება გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რომ ინფორმაცია იმყოფება იმ ბანკის საკუთრებაში, რომელშიც ინახება ეს ანგარიში.

3. 37-ე მუხლის მოთხოვნებთან ერთად მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ მოთხოვნაში უნდა:

a)  განაცხადოს, რატომ მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციას შესაძლებელია არსებით მნიშვნელობა ჰქონდეს სისხლი სამართლის გამოძიებისათვის;

b)  განაცხადოს რა საფუძვლებზე ვარაუდობს, რომ მოთხოვნის მიმღები მონაწილის ბანკები ფლობენ ასეთ ანგარიშს და დაადგინოს, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, რომელი ბანკები და/ან ანგარიშები შესაძლოა იქნენ; და

c)   ჩართოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი დამატებითი ინფორმაცია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მოთხოვნის შესრულებას.

4. მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეუძლია ასეთი მოთხოვნის შესრულება დამოკიდებული გახადოს იმავე პირობებზე, როგორსაც იგი იყენებს მოძიების  და ამოღების მოთხოვნებთან დაკავშირებით.

5. თითოეულ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას შეუძლია, კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით, განაცხადოს, რომ ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე კონვენციის დანართში ჩამოთვლილი დანაშაულებების კატეგორიების მიმართ.

6. მონაწილეებს შეუძლიათ გაავრცელონ ეს დებულება არა-საბანკო ფინანსურ დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზეც. ასეთი განვრცობა შეიძლება დაექვემდებაროს ნაცვალგების პრინციპ