1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს FIU-ს დასაარსებლად, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციაში.

2. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს იმგვარი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ FIU-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ დროულად ხელი მიუწვდებოდეს ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ან სამართლდამცავი ორგანოების შესახებ ინფორმაციაზე, რაც მას ესაჭიროება მისი ფუნქციების სათანადოდ განახორიცელებისათვის, საეჭვო გარიგებებზე შეტყობინებების ანალიზის ჩათვლი