1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მის სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს უფლებამოსილება მიენიჭოს გასცეს ბრძანება, რომ საბანკო, ფინანსური ან კომერციული ჩანაწერები გახდეს ხელმისაწვდომი ან ამოღებული იქნას მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში მითითებული ზომების განსახორციელებლად. მონაწილემ არ უნდა აარიდოს თავი ამ მუხლის დებულებების შესაბამისად მოქმედებების განხორციელებას საბანკო საიდუმლოების საფუძველზე.

2. 1-ლი პუნქტისათვის ზიანის მიყენების გარეშე, თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მას საშუალება მიეცეს:

a)   დაადგინოს არის თუ არა ფიზიკური პირი ნებისმიერი სახის ერთი ან რამდენიმე ანგარიშის მფლობელი ან ბენეფიციარი მფლობელი, ნებისმიერ ბანკში, რომელიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე და, თუ ასეა მოიპოვოს ამოცნობილი ანგარიშების ყველა მონაცემი;

b)   მოიპოვოს მითითებული საბანკო ანგარიშებისა და საბანკო ოპერაციების შესახებ მონაცემები, რომლებიც განხორციელებული იქნა მითითებულ პერიოდში ერთი ან რამოდენიმე მითითებული ანგარიშების მეშვეობით, გამგზავნი ან მიმღები ანგარიშის მონაცემების ჩათვლით;

c)   დადგენილი ვადის განმავლობაში ზედამხედველობა გაუწიოს  საბანკო ოპერაციებს, რომლებიც ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ამოცნობილი ანგარიშების მეშვეობით; და,d)  უზრუნველყოს, რომ ბანკები არ გაუმჟღავნებენ ბანკის დაინტერესებულ კლიენტს ან სხვა მესამე პირებს, რომ ინფორმაცია იქნა მოძიებული ან მოპოვებული (a), (b) ან (c)  პუნქტების შესაბამისად ან რომ მიმდინარეობს გამოძიება.

მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ ამ დებულების განვრცობა არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზეც.

3. თითოეულმა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომების მიღება, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მას საშუალება მისცეს გამოიყენოს სპეციალური საგამოძიებო მეთოდები, რომლებიც აადვილებს შემოსავლის იდენტიფიცირებას და გამოვლენის და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვებას, როგორიცაა: დაკვირვება, სატელეფონო მოსმენა, კომპიუტერული სისტემებში შეღწევა და სპეციალური დოკუმენტების წარმოდგენის დავალებ