წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
a) „შემოსავალი" ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულიდან პირდაპირი ან არაპირდაპირ წარმოშობილ ან მიღებულ ნებისმიერი ეკონომიკურ სარგებელს. იგი შეიძლება შედგებოდეს ამ მუხლის (b) ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებისმიერ ქონებისაგან;
b) „ქონება" მოიცავს ნებისმიერი სახის ქონებას, ქონებრივს ან არაქონებრივს, მოძრავს ან უძრავს, ან იურიდიულ აქტებს ან დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ ქონებაზე უფლებას ან წილს;
c) „საშუალებები" ნიშნავს ნებისმიერ ქონებას, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც გამიზნული იყო, ნებისმიერი გზით, მთლიანად ან ნაწილობრივ, სისხლის სამართლის დანაშაულის ან დანაშაულების ჩასადენად;
d) „კონფისკაცია" ნიშნავს სასჯელს ან ზომას, რაც დაწესებულია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დანაშაულთან ან დანაშაულებებთან დაკავშირებული სამართალწარმოების შემდეგ, რასაც შედეგად მოჰყვება ქონების საბოლოო ჩამორთმევა;
e) „პრედიკატული დანაშაული" ნიშნავს ნებისმიერ სისხლის სამართლის დანაშაულს, რის შედეგადაც მიღებული იქნა შემოსავალი, რომელიც შეიძლება გახდეს დანაშაულის ობიექტი, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის მე-9 მუხლში;
f) „ფინანსური დაზვერვის სამსახური" (შემდგომში მოხსენიებული როგორც „FIU") ნიშნავს ცენტრალურ, ეროვნულ დაწესებულებას, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის მიღებაზე (და ნებართვის შემთხვევაში მოთხოვნაზე) ანალიზზე და კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდებაზე, ფინანსური ინფორმაციის გაცემაზე:
i. რომელიც დაკავშირებულია საეჭვო შემოსავალთან და ტერორიზმის პოტენციურ დაფინანსებასთან; ან
ii. მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობა ან წესები,ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის მიზნით;
g) „დაყადაღება" ან „ამოღება" ნიშნავს ქონების გადაცემის, განადგურების, კონვერსიის, განკარგვის ან გადაადგილების დროებით აკრძალვას ან დროებით შენახვას დაშვებას ან ქონების კონტროლს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცმული ბრძანების საფუძველზე;
h) „ტერორიზმის დაფინანსება" ნიშნავს ზემოთ ნახსენები ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის მე-2 მუხლში დადგენილ აქტებს.
ტერორიზმის დაფინანსე