1. მონაწილეებმა მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში ორმხრივად უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან გამოძიების და სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, რომლებიც მიმართულია დანაშაულის ჩადენის საშუალებების და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის კონფისკაცისაკენ.
2. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მას შესაძლებლობა მიეცეს შეასრულოს ამ თავში გათვალისწინებული პიროებების მიხედვით, მოთხოვნები:
a) ცალეული ნივთის კონფისკაციის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს დანაშაულებრივ შემოსავალს ან დანაშაულის ჩადენის საშუალებებს, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლის კონფისკაცია, რომელიც მოიცავს დანაშაულებრივ შემოსავლის ღირებულების შესაბამის ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნას;
b) საგამოძიებო დახმარების გაწევის და წინასწარი ზომების მიღების თაობაზე, ზემოთ მითითებული კონფისკაციის რომელიმე ფორმის თვალსაზრისით.
3. საგამოძიებო დახმარება და წინასწარი ზომები, რომლებიც მოთხოვნილია 2(ბ) პუნქტით განხორციელებული უნდა იქნეს, როგორც ეს დაშვებულია მოთხოვნის მიმღები მონაწილის შიდა სამართლით და მის შესაბამისად, თუ მოთხოვნა ამ ერთ-ერთ ზომებთან დაკავშირებით, ავლენს ფორმალობებს ან პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სამართლის მიხედვით, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ არ არის ცნობილი მოთხივნის მიმღები მონაწილისათვის, ეს უკანასკნელი უნდა დაემორჩილოს ასეთ მოთხოვნებს იმ მოცულობით, რომ მოთხოვნილი ზომა არ ეწინააღმდეგება მისი სამართლის ძირითად პრინციპებს.
4. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველყოფისათვის, რომ სხვა მონაწილეებისაგან მომავალი მოთხოვნები რათა დადგენილი, გამოვლენილი, ყადაღა დაედოს ან ამოღებული იქნეს დანაშაულებრივი შემოსავალი და დანაშაულის ჩადენის საშუალებები მიიღებენ ისეთივე უპირატესობას, როგორც შიდა პროცედურების ფარგლებში გაკეთებული მოთხოვნები.
ნაწილი 2 – საგამოძიებო დახმარე