1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით ყოვლისმომცველი შიდამარეგულირებელი და სამეთვალყურეო ან მონიტორინგის რეჟიმის შესაქმნელად და სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს გამოყენებადი საერთაშორისო სტანდარტები, განსაკუთრებით ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციების ჩათვლით;

2. კერძოდ, ამ მხრივ, თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ:

a) იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მოეთხოვოთ, რომლებიც დაკავებულები არიან ისეთი საქმიანობით, რომლებიც მეტად შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს ფულის გათეთრების მიზნებისათვის, და რამდენადაც ამ საქმიანობას შეეხება:

i.   დაადგინონ და დაადასტურონ მათი კლიენტების იდენტურობა და თუ შესაფერისია, მათი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები და განახორციელოს საქმიანი ურთიერთობების ფინანსური შემოწმება, რისკზე დაფუძნებული მიდგომის მხედველობაში მიღებით;

ii.  გარანტიების დაცვის პირობით შეატყობინოს ფულის გათეთრების ეჭვის არსებობის;

iii. მიიღოს მხარდამჭერი ზომები, ისეთები, როგორებიცაა კლიენტების იდენტიფიკაციაზე და გარიგებებზე აღრიცხვის წარმოება, პერსონალის მომზადება და შიდა სტრატეგიების და პროცედურების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათ მოცულობასთან და ბიზნესის ხასიათთან ადაპტირებით.

b) საჭიროების შემთხვევაში, (a) ქვეპუნქტში მითითებულ პირებს აუკრძალოს იმ ფაქტის გამჟღავნება, რომ საეჭვო გარიგებაზე შეტყობინება და დაკავშირებული ინფორმაცია იქნა გაცემული ან, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ან შესაძლებელია განხორციელებულ იქნეს გამოძიება;

c) უზრუნველყოს, რომ (a) ქვეპუნქტში მითითებული პირები დაექვემდებარებიან მონიტორინგის ეფექტურ სისტემებს, და სადაც შესაფერისია მეთვალყურეობას იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყოფილი იქნას ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მოთხოვნების შესრულება, თუ შესაფერიასი, რისკზე რეაგირებად საფუძველზე..

3. ამასთან დაკავშირებით, თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მნიშვნელოვანი ნაღდი ფულის და  წარმომდგენზე გაცემული საბრუნავი ფასიანი დოკუმენტების საზღვარზე გადატანის დასადგენა