1. ეროვნული ბანკი უარს ამბობს მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციაზე თანხმობის გაცემაზე ერთ-ერთი შემდეგი გარემოების ან მათ შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას:
ა) განმცხადებელი პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულია ან ჩართული იყო ფულის გათეთრების ოპერაციაში ან/და მცდელობაში, ტერორისტულ საქმიანობაში ან/და ტერორიზმის დაფინანსებაში, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკურ დანაშაულში;
ბ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის განხორციელება ზრდის ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა შეფასებამ უნდა მოიცვას განმცხადებელთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ასევე განმცხადებელთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები. ასევე განმცხადებელი იურიდიული პირის ადმინისტრატორები, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები და ბენეფიციარი მესაკუთრეები.
3. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის გაზრდის შესაფასებლად, ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს განმცხადებლის შესახებ შეფასების პროცესში მიღებულ ინფორმაციას, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში რელევანტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებსა და ანგარიშებს, ასევე საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც, მათ შორის, მოიცავს შემდეგ გარემოებებს:
ა) განმცხადებელი იურიდიული პირი დაფუძნებულია, ან განმცხადებელს აქვს პირადი და საქმიანი კავშირები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ მაღალი რისკის იურისდიქციაში, ან/და იურსიდიქციაში, რომელიც ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ განსაზღვრულია როგორც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების მქონე;
ბ) მნიშვნელოვანი წილის შესაძენად გამოყენებული სახსრების წარმომავლობას, რაც მოიცავს როგორც იმ საქმიანობას, რომელიც სახსრების წყაროა, ასევე მისი გადარიცხვისთვის გამოყენებულ არხებს, კერძოდ, შემდეგ გარემოებებს:
ბ.ა) სახსრების გადარიცხვისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების არხების გამოყენებას;
ბ.ბ) სახსრების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის სანდოობას, განმცხადებლის ბიზნესსაქმიანობის ისტორიისა და ფინანსური სქემების ჩათვლით და მნიშვნელოვანი წილის შეძენის ოპერაციის ღირებულებასთან შესაბამისობას;
ბ.გ) სახსრების წარმომავლობის დადასტურებას უწყვეტად, შესაბამისი დოკუმენტაციით ან სხვა ინფორმაციით, რომელიც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს გადაამოწმოს მათი ავთენტურობა.
4. თუ სახსრების წარმომავლობა უწყვეტად ვერ დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით/ინფორმაციით, ეროვნული ბანკი აფასებს განმცხადებლის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების დასაბუთებულობას და სანდოობას.
5. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რიკების შეფასება ხორციელდება ერთნაირი ხარისხით შესაძენი წილის ოდენობის მიუხედავა