1. განმცხადებელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წილის შეძენამდე წარუდგინოს ამ მუხლით და ამ დებულების მე-13-მე-15 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში ინფორმაციას:
ბ.ა) რომ იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის (ნასამართლობის შესახებ ცნობა);
ბ.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ;
ბ.გ) მისი განათლებისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ;
ბ.დ) მის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის, სისხლისსამართლებრივი, რელევანტური სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული წარმოებისა და დაკისრებული პასუხისმგებლობების შესახებ ან/და პირის წერილობით განაცხადს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია;
ბ.ე) ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმების, სამუშაო ადგილიდან განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შესაბამისი მიზეზების შესახებ;
ბ.ვ) იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის შესახებ (გაკოტრება/სააღსრულებო პროცესი), რომელსაც მართავს/მართავდა განმცხადებელი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია/გააჩნდა მნიშვნელოვანი გავლენა, ან/და წერილობით დასტურს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია (ინფორმაცია საკრედიტო- საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან არსებობის შემთხვევაში ან/და განმცხადებლის მიერ სხვაგვარად მიწოდებული ინფორმაციის სახით);
ბ.ზ) მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის, არსებული ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ;
ბ.თ) მიმდინარე ბიზნეს საქმიანობის შესახებ;
ბ.ი) ფინანსური ინტერესების ან/და ნათესაური კავშირის შესახებ შემდეგ პირებთან:
ბ.ი.ა) ბანკის ნებისმიერი სხვა აქციონერი;
ბ.ი.ბ) მესამე მხარე, რომელსაც გადაცემული აქვს ხმის უფლება;
ბ.ი.გ) ბანკის ადმინისტრატორები;
ბ.ი.დ) ბანკი და ჯგუფი, რომელსაც იგი ეკუთვნის;
ბ.კ) ნებისმიერი სხვა ინტერესის შესახებ, რომელიც შესაძლოა ქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტს ბანკთან და მისი აღმოფხვრის გზებს;
ბ.ლ) განმცხადებელთან ნათესაური კავშირის მქონე იმ პირების საიდენტიფიკაციო ინფორმაციასა და ნასამართლობის შესახებ ცნობას, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან;
გ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
გ.ა) ინფორმაცია მისი სამართლებრივი ფორმის, რეგისტრაციის ადგილისა და სათავო ოფისის ადგილსამყოფელის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია;
გ.ბ) მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა;
გ.გ) მის მართვაზე უფლებამოსილი პირების ჩამონათვალი, მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაბადების თარიღი და ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია და ინფორმაცია მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ;
გ.დ) ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
გ.ე) განმცხადებლის, მისი ადმინისტრატორების, მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებისა და განმცხადებლის შვილობილი საწარმოების ადმინისტრატორების შესახებ ინფორმაცია:
გ.ე.ა) მათ წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის, სისხლისსამართლებრივი, რელევანტური სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული წარმოებისა და დაკისრებული პასუხისმგებლობების შესახებ, მათ შორის, განმცხადებლის ადმინისტრატორების, მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების ნასამართლობის შესახებ ცნობები;
გ.ე.ბ) ინფორმაცია ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმების, სამუშაო ადგილიდან განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შესაბამისი მიზეზების შესახებ (იურიდიული პირის, მისი მმართველი პირებისა და მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აქციონერების შესახებ);
გ.ვ) ინფორმაცია განმცხადებლის, ჯგუფის, რომელსაც განმცხადებელი ეკუთვნის და განმცხადებლის ადმინისტრატორების ფინანსური ინტერესებისა და ნათესაური კავშირის შესახებ ამ პუნქტის „ბ.ი” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებთან;
გ.ზ) ინფორმაცია ნებისმიერი ინტერესის შესახებ, რომელიც შესაძლოა ქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტს ბანკთან და მისი აღმოფხვრის გზები;
გ.თ) ინფორმაცია განმცხადებლის მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ მფლობელობის ყველა დონეზე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აქციონერების იდენტიფიცირებით, აქციონერთა შორის არსებული შეთანხმებების ჩათვლით. აღნიშნული ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ჯგუფის წევრი არასაფინანსო ინსტიტუტების შესახებ;
გ.ი) განმცხადებლის მიერ ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შედეგად, ჯგუფის სტრუქტურის ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია კონსოლიდირებული ზედამხედველობის ფარგლებში შემავალი ჯგუფის წევრების შესახებ და ანალიზი, თუ რა გავლენა ექნება ტრანზაქციის განხორციელებას სამომავლოდ ზედამხედველობის დაუბრკოლებლად განხორციელებაზე, დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე;
გ.კ) მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები ბოლო სამი წლის პერიოდისთვის, საბალანსო უწყისისა და მოგება-ზარალის ანგარიშგების ჩათვლით;
გ.ლ) ინფორმაცია მიმდინარე ბიზნესსაქმიანობის შესახებ, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ;
გ.მ) თუ განმცხადებელი ახლადშექმნილი კომპანიაა, საპროგნოზო საბალანსო უწყისი და მოგება ზარალის ანგარიშგება მომდევნო სამი წლისთვის;
გ.ნ) თუ განმცხადებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ:
გ.ნ.ა) დასტური შესაბამისი ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსაგან, რომ განმცხადებელი რეგისტრირებულია სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით და ფლობს შესაბამის სამართლებრივ სტატუსს;
გ.ნ.ბ) დადასტურება შესაბამისი ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსგან, რომ არ არსებობს დაბრკოლებები ან/და შეზღუდვები იმ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებისათვის;
გ.ნ.გ) ზოგადი ინფორმაცია მარეგულირებელი რეჟიმის შესახებ, რომელიც ვრცელდება განმცხადებელზე;
გ.ო) თუ განმცხადებელი არის საინვესტიციო ფონდი:
გ.ო.ა) ინფორმაცია განმცხადებლის მიერ შესყიდული ფინანსური ინსტიტუტების მნიშვნელოვანი წილების შესახებ;
გ.ო.ბ) განმცხადებლის საინვესტიციო პოლიტიკის დეტალები, ინფორმაცია ინვესტირების შეზღუდვის, ინვესტირების მონიტორინგისა და იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც გავლენას მოახდენს განმცხადებლის საქმიანობის შეწყვეტის გეგმაზე;
გ.ო.გ) ინფორმაცია საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების ჩარჩოსა და პასუხისმგებელი პირების ვინაობის შესახებ;
გ.ო.დ) ინფორმაცია განმცხადებლის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის პროცედურებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ;
დ) დასტურს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უტყუარია და ზუსტი.
2. ტრასტის არსებობის ან ტრანზაქციის განხორციელების შედეგად მისი წარმოშობის შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს:
ა) ტრასტის შექმნის შესახებ დოკუმენტი და ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ტრასტის დეკლარაცია;
ბ) ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელსაც აქვს აქტივების მართვის და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უფლება ტრასტის შექმნის შესახებ დოკუმენტის საფუძველზე და საჭიროების შემთხვევაში – მათი შესაბამისი წილი შემოსავლის განაწილებისას;
გ) ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომლებიც არიან ტრასტის შექმნის შესახებ დოკუმენტის მიხედვით ბენეფიციარი მფლობელები ან მარწმუნებლები და საჭიროების შემთხვევაში, მათი შესაბამისი წილი შემოსავლის განაწილებისას;
დ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 15 ივნისის №74/04 ბრძანებით დამტკიცებული „ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის სახელმძღვანელოს“ მე-4 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია;
3. თუ შესაძენი წილის ოდენობა განმცხადებელს ანიჭებს ბანკის ადმინისტრატორების დანიშვნის უფლებამოსილებას, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამის პოზიციებზე შერჩეული პირების შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან დაადასტუროს, რომ განჭვრეტადი პერიოდის მანძილზე არ იგეგმება არსებული ადმინისტრატორების ჩანაცვლებ