1. 20%-მდე წილის შეძენის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა) რა პერიოდით აპირებს განმცხადებელი მნიშვნელოვანი წილის ფლობას, ასევე მის გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს;
ბ) გეგმავს თუ არა ბანკის მართვაში აქტიურად ჩართვას;
გ) ინფორმაციას მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და მის მზაობას დაეხმაროს ბანკს დამატებითი სახსრების საჭიროებისა და ფინანსური სირთულეების არსებობისას.
2. 20%-იდან 50%-მდე წილის შეძენის შემთხვევაში სტრატეგიის დოკუმენტი სულ მცირე უნდა მოიცავდეს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
ბ) ფინანსური პოზიციის ან/და დივიდენდების განაწილების პოლიტიკის ცვლილებასთან, რესურსების განაწილებასა და სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს;
გ) მომდევნო სამი წლის პროგნოზებს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
გ.ა) წილის შეძენის მიზანს;
გ.ბ) ფინანსურ მიზნებს;
გ.გ) საქმიანობის, პროდუქტების, სამიზნე მომხმარებლების შესაძლო ცვლილებისა და სახსრების შესაძლო ხელახალი გადანაწილების შესახებ ინფორმაციას;
გ.დ) განმცხადებლის ჯგუფის სტრუქტურაში ბანკის ინტეგრაციის ზოგადი პროცესის აღწერას, რაც უნდა მოიცავდეს ძირითადი ურთიერთდამოკიდებულებების აღწერას ჯგუფის სხვა სუბიექტებთან და ასევე შიდა ურთიერთობების პოლიტიკას.
3. 50%-ზე მეტი წილის შეძენის ან სხვაგვარად კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ბიზნესგეგმა, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:
ა) სტრატეგიული განვითარების გეგმას, რომელიც უნდა ასახავდეს ძირითად მიზნებს, მათი მიღწევის გზებს და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას;
ბ) ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზებს;
გ) ტრანზაქციის მოსალოდნელი გავლენის შეფასებას კორპორაციულ მართვასა და ზოგად ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, რაც მოიცავს:
გ.ა) ინფორმაციას დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და კომიტეტების შემადგენლობის ცვლილების შესახებ;
გ.ბ) გავლენის შეფასებას შიდა კონტროლის პროცედურებსა და სისტემებზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვაზე, შიდა აუდიტორების ძირითად ფუნქციებსა და რისკების მართვაზე;
გ.გ) ინფორმაციას ინფორმაციული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის, აუთსორსინგის პოლიტიკის, სისტემების უსაფრთხოების, უწყვეტობის გეგმისა და აუდიტის სისტემების ცვლილების შესახებ;
გ.დ) სხვა ნებისმიერ რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ტრანზაქციის შედეგად კორპორაციული მართვის და ზოგადი ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებას, ხმის უფლებებში ცვლილების ჩათვლი