1. ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

2. ნასამართლობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა წარდგენილი უნდა იყოს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე ნასამართლობისა და იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს ან ამ დოკუმენტში მითითებულ მოქმედების ვადას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი.

4. თუ განმცხადებლის შესაფერისობა ეროვნული ბანკის მიერ შეფასებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში და განმცხადებელი აპირებს წილის დამატებით შეძენას, მისი შესაფერისობა ეროვნული ბანკის მიერ მოწმდება მხოლოდ შეცვლილი გარემოებებისა და წილის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებული მოთხოვნების ნაწილში. განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს წილის ოდენობასთან დაკავშირებული დამატებითი  ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში შეცვლილ გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში დასტური, რომ ცვლილებას ადგილი არ ჰქონი