განმცხადებელმა ბანკთან დაკავშირებით უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ბანკის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) განმცხადებლის მიზნები მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით (სტრატეგიული თუ პორტფელური ინვესტიცია);
გ) ბანკის იმ აქციების რაოდენობისა და მათი ნომინალური ღირებულების შესახებ, რომელსაც ფლობს, ან/და გეგმავს, რომ მომავალში შეიძინოს;
დ) ბანკის მთლიან კაპიტალში წილი (მიმდინარე და წილის შეძენის შემდგომ);
ე) წილი ხმის უფლების მქონე აქციებში, თუ იგი განსხვავებულია კაპიტალში წილისაგან (როგორც მიმდინარე, ისე წილის შეძენის შემდგომ);
ვ) ბანკთან დაკავშირებით სხვა აქციონერებთან სამომავლოდ განზრახული შეთანხმებების შინაარსი;
ზ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის ღირებულება და მისი განსაზღვრისთვის გამოყენებული კრიტერიუმები. შესაბამისი დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ღირებულება განსხვავდება საბაზრო ღირებულებისგა