1. განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) რეპუტაცია, ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად;
ბ) განმცხადებლის მიერ ბანკის ადმინისტრატორებად შერჩეული პირების (ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
გ) განმცხადებლის ფინანსური სიმყარე, ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად;
დ) ბანკის შესაბამისობა პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდგომ, ამ დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად;
ე) განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობა, ამ დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად.
2. ეროვნული ბანკი, პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, კონსერვატიულ მიდგომას იყენებს მნიშვნელოვანი წილის შეძენის კომპლექსური ტრანზაქციების შეფასებისას, რაც გულისხმობს შემდეგ შემთხვევებს:
ა) განმცხადებლის ან/და ბანკის კომპლექსური ჯგუფის სტრუქტურა;
ბ) ტრანზაქციები, რომლებიც გულისხმობს ტრასტების ჩართულობას;
გ) ბანკის ბიზნესგეგმის ან/და სტრატეგიის მნიშვნელოვანი ცვლილება;
დ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის დასაფინანსებლად სრულად ან მნიშვნელოვანი ოდენობით ნასესხები სახსრების გამოყენებ