1. მნიშვნელოვანი გავლენა გულისხმობს ბანკის ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი. მნიშვნელოვან გავლენად მიიჩნევა ბანკის კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, 20 პროცენტი ან მეტი წილის ფლობა. ამასთან, მნიშვნელოვანი გავლენა შესაძლოა არსებობდეს წილის ოდენობის მიუხედავად, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ა) ბანკთან მატერიალური და რეგულარული ტრანზაქციების არსებობა;
ბ) დამატებითი უფლებებით სარგებლობა ბანკთან არსებული ხელშეკრულების ან ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტის საფუძველზე;
გ) ბანკის დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, წარმომადგენლის ყოლა ან მისი დანიშვნის უფლებამოსილება, ასევე განმცხადებელსა და ბანკს შორის ადმინისტრატორის პოზიციაზე მყოფი პირების მიმოცვლა;
დ) არსებითი ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
ე) ბანკის ან/და მისი მშობელი საწარმოს მფლობელობის სტრუქტურა, აქციონერთა რაოდენობა, რომელთა შორისაც გადანაწილებულია წილები და ხმის უფლებები;
ვ) ბანკის აქციონერებთან ისეთი ურთიერთობის ან/და შეთანხმებების არსებობა, რომელიც პირს შესაძლებლობას მისცემს ჰქონდეს ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა მხედველობაში მიიღოს სხვა ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომელთაც სათანადოდ მიიჩნევს მნიშვნელოვანი გავლენის არსებობის შეფასებისთვი