1. განმცხადებელი უნდა სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით, რაც მოიცავს მის სანდოობას და სათანადო კომპეტენციის არსებობას. პირი მიიჩნევა კარგი რეპუტაციის მქონედ, თუ არ არსებობს აშკარა, ობიექტური გარემოებები საწინააღმდეგო ვარაუდისთვის. განმცხადებელი იურიდიული პირის შემთხვევაში შეფასება მოიცავს როგორც განმცხადებელი იურიდიული პირის რეპუტაციის შეფასებას იურიდიული პირისათვის რელევანტური მოთხოვნების ფარგლებში, ასევე მის მართვაზე პასუხისმგებელი პირების შეფასებას.
2. პირი სანდოობის მოთხოვნასთან შეუსაბამოდ მიიჩნევა, თუ:
ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტორთა ან/და სხვა კრედიტორთა უფლებები, ან/და გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;
ბ) ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;
გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;
დ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ;
ე) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ვ) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
3. პირის სანდოობის შეფასება, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით, ასევე ეფუძნება სანდო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას სულ მცირე შემდეგი გარემოებების შესახებ და მათი ერთობლიობით გამოწვეული შედეგების ანალიზს:
ა) განმცხადებლის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი (საბანკო, საფინანსო, ფასიან ქაღალდებთან, სადაზღვევო, საგადასახადო, სამეწარმეო ან/და გადახდისუუნარობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროსთან დაკავშირებული დანაშაულისთვის), ადმინისტრაციული ან/და რელევანტური სამოქალაქო წარმოება ან/და საგამოძიებო პროცესი, რომლის შეფასებისას გაითვალისწინება დაკისრებული პასუხისმგებლობები, განმცხადებლის ჩართულობა და მისი როლი, შემამსუბუქებელი გარემოებები;
ბ) წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობა. იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობა, რომელსაც მართავს/მართავდა განმცხადებელი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია/გააჩნდა მნიშვნელოვანი გავლენა. მისი როლი ორგანიზაციის გადახდისუუნარობაში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების მიმართ მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და რელევანტური სამოქალაქო წარმოება, განმცხადებლის ჩართულობა და როლი;
გ) პროფესიული რეპუტაცია, რომლის ფარგლებშიც ფასდება სავაჭრო, ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმება, სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება და შესაბამისი მიზეზები;
დ) გამჭვირვალობა, ღიაობა და შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობისათვის მზაობა.
4. განმცხადებლის კომპეტენციის შეფასება მოიცავს მის მმართველობით კომპეტენციასა და ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული სფეროს ცოდნას – დარგობრივ კომპეტენციას. მმართველობითი და დარგობრივი კომპეტენცია უნდა ეფუძნებოდეს განმცხადებლის გამოცდილებას, რომელიც მას მიღებული უნდა ჰქონდეს საწარმოს/ფინანსური ინსტიტუტის წილის ფლობის, ოპერირების ან/და მართვის შედეგად, და უნდა გააჩნდეს შესაბამისი უნარები, წინდახედულება და საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება.
5. არსებული წილის გაზრდისას, პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს პირის ხელახალი შეფასება ამ დებულების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეცვლილი გარემოებების ნაწილში, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება წილის გაზრდასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის/უფლებამოსილების მოცულობა.
6. თუ განმცხადებელი მიზნად არ ისახავს ბანკის საქმიანობაში აქტიურ ჩართვას და წილის შეძენის მიზანია მხოლოდ პორტფელის დივერსიფიკაცია ან/და პასიურად დივიდენდის მიღება, პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, მცირდება პროფესიული კომპეტენციის მოთხოვნის მნიშვნელობა. თუ განმცხადებელს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბანკზე, გეგმავს მის საქმიანობაში აქტიურ ჩართვას ან მოიპოვებს კონტროლს, რაც მოიცავს ბანკის ბიზნესგეგმის, სტრატეგიის განხილვისა და დამტკიცების უფლებამოსილებებს, პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად იზრდება დარგობრივი კომპეტენციის მოთხოვნა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს განსახორციელებელი საქმიანობის სირთულე