1. ამ დებულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონტროლის ტესტი – მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენის დადგენა, მნიშვნელოვანი წილის (პირდაპირი ან არაპირდაპირი) მფლობელის მაკონტროლებელი პირის ან/და უშუალო შემძენის მაკონტროლებელი პირის დადგენის გზით;

ბ) წილების გადამრავლების ტესტი  – მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენის დადგენა მფლობელობის იერარქიაში ყველა დონეზე არსებული წილის ოდენობების გადამრავლების გზით, იმ შემთხვევაში, როდესაც კონტროლის ტესტის გამოყენებით არ დგინდება კონტროლის მოპოვება.

2. ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. კონტროლისა და მნიშვნელოვანი გავლენის დადგენის მიზნებისათვის ასევე ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები გამოიყენებ