1. განმცხადებლის ფინანსური სიმყარე გულისხმობს მის შესაძლებლობას დააფინანსოს მნიშვნელოვანი წილის შეძენა და სამომავლო განჭვრეტადი პერიოდისათვის (სულ მცირე სამი წელი), შეინარჩუნოს საკუთარი და ბანკის მყარი ფინანსური მდგომარეობა, რაც ასევე მოიცავს პროგნოზების სანდოობისა და თანამიმდევრულობის შეფასებას.
2. ეროვნული ბანკი არ გასცემს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობას, თუ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნის, რომ განმცხადებელი ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდება წილის შეძენისას ან/და სამომავლო განჭვრეტადი პერიოდის განმავლობაში (სულ მცირე სამი წელი).
3. მნიშვნელოვანი წილის შესაძენად გამოყენებული სახსრების წარმომავლობა, ან/და ბანკთან არსებული ფინანსური ურთიერთობა არ უნდა წარმოშობდეს ინტერესთა კონფლიქტს, რომელსაც ნეგატიური გავლენა ექნება ბანკზე.
4. ფინანსური სიმყარის ადეკვატური ხარისხის განსაზღვრა ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) განმცხადებლის მოსალოდნელი გავლენა ბანკზე;
ბ) განმცხადებლის სახე (მაგ., შემძენი არის სტრატეგიული თუ ფინანსური ინვესტორი, საინვესტიციო ფონდი);
გ) ბანკის კონტროლის უფლებამოსილებებში ტრანზაქციით გამოწვეული ცვლილება.
5. წილის შესაძენად ნასესხები სახსრების გამოყენების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აფასებს განმცხადებლის ფინანსური ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას, როგორ აისახება არსებული ფინანსური ვალდებულება განმცხადებლის ფინანსურ მდგომარეობაზე და ბანკის პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზ