1. განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო სახსრების შესახებ, რაც მოიცავს ინფორმაციას:

ა) სახსრების წარმომავლობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, რომელიც გამყარებული უნდა იყოს სათანადო დოკუმენტაციით;

ბ) გადახდის საშუალებებისა და გადარიცხვისთვის გამოყენებული არხების შესახებ;

გ) ფინანსური ინსტრუმენტებისა და ფინანსურ ბაზრებსა და კაპიტალის წყაროზე წვდომის შესახებ;

დ) ბანკის სხვა აქციონერებთან ფინანსური შეთანხმებების შესახებ;

ე) მნიშვნელოვანი წილის შესაძენად, განმცხადებლის მფლობელობაში არსებული აქტივების გასხვისების შემთხვევაში, ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესახებ, ასევე ინფორმაცია როდის და რა პირობებით მოხდა აღნიშნული აქტივების შეძენა;

ვ) სხვა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მოთხოვნით.

2. ნასესხები სახსრების გამოყენებისას განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კრედიტორის დასახელება და სესხის შესახებ სრული ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია იმ შემოსავლების შესახებ, რომლითაც უნდა უზრუნველყოს ვალდებულების შესრულება. ინფორმაცია ნასესხები სახსრების წარმომავლობის შესახებ, თუ კრედიტორი არ არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტი და სახსრებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაშ