1. მონაწილეს, რომელსაც სურს გააუქმოს განსახორციელებელი ტრანზაქცია ვაჭრობისას დაშვებული შეცდომის გამო, უფლებამოსილია, გამოიყენოს პლატფორმაზე არსებული ტრანზაქციის გაუქმების ფუნქცია, არაუგვიანეს განაცხადების თანხვედრიდან ხუთი წუთისა, შესაბამისი პერიოდისთვის ვაჭრობის დახურვამდე არანაკლებ 20 წუთით ადრე. ტრანზაქციის გაუქმების შესახებ მოთხოვნა, რომელიც ბირჟის ოპერატორს წარედგინა ამ პუნქტის მოთხოვნის დარღვევით არ დაკმაყოფილდება.
2. თუ მონაწილე ვერ ახერხებს ტრანზაქციის გაუქმებას, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ ბირჟის ოპერატორს, ცხელი ხაზის მეშვეობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით.
3. ტრანზაქციის გაუქმება აისახება პლატფორმაზე, მონაწილისათვის გასაგები ფორმით.
4. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, უარი უთხრას მონაწილეს ტრანზაქციის გაუქმებაზე, თუ გაუქმების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია მათი სიმრავლის გამო ან მონაწილის მიერ ტრანზაქციის გაუქმების მოთხოვნა ხდება სისტემატურად –კვირაში სამჯერ ან მეტჯერ.
5. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას ტრანზაქციის გაუქმების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა, მიუხედავად იმისა, შესაბამისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუ არ