1. ბირჟის ოპერატორი განაახლებს მონაწილეთა საკლირინგო ანგარიშებს და გამოწერს ინვოისებს:
ა) დღით ადრე ბაზრისთვის – ელექტროენერგიით ვაჭრობის დღის 15:00 საათამდე;
ბ) დღიური ბაზრისთვის – ფიზიკური მიწოდების მომდევნო დღის 10:00 საათამდე.
2. ინვოისში უნდა იყოს მითითებული:
ა) მონაწილის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) ამ წესების 44-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემების გაქვითვის შედეგად მიღებული თანხა;
გ) ის ფინანსური ვალდებულებები, რომელთა გაქვითვის შედეგად მიღებულია მონაწილის მიერ საბოლოოდ გადასახდელი ან მის მიერ მისაღები თანხა.
3. ინვოისები გამოიწერება ელექტრონულად, ყოველ კალენდარულ დღეს.
4. ინვოისი მისი გამოწერისთანავე ხელმისაწვდომია იმ მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე, რომელმაც ბირჟაზე იყიდა ან/და გაყიდა ელექტროენერგია.
5. ინვოისში დადებითი რიცხვი აღნიშნავს მონაწილის მიერ ბირჟის ოპერატორისთვის გადასახდელ თანხას, ხოლო უარყოფითი - ბირჟის ოპერატორისგან მისაღებ თანხას.
6. მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე მოცემულია საათობრივი მონაცემები ნავაჭრ რაოდენობებსა და თანხებზე, რომელთა გაქვითვის შედეგად მიღებულია ინვოისში ასახული ინფორმაცი