1. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის ან შეფერხების დაფიქსირების შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს გონივრული ვადით გადაავადოს ან შეწყვიტოს დღიურ ბაზარზე ვაჭრობა, ცალკეული განაცხადის/განაცხადების გაუქმებით.
2. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებისგან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული შეფერხების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნულის შესახებ მონაწილეების ინფორმირება.
3. ელექტროენერგიის გადამცემ/გამანაწილებელ სისტემაში ავარია ან/და შეფერხება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ განაცხადის გაუქმებას, რომელზეც მას გავლენა არ მოუხდენია.