დღიურ ბაზარზე შესაძლებელია განთავსდეს შემდეგი ტიპის განაცხადები:

ა) სტანდარტული საათობრივი (ლიმიტირებული) განაცხადი – განაცხადი, რომელშიც მითითებულია  ლიმიტირებული ფასი და რომელიც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ბ) ბლოკური განაცხადი – ერთ ან რამდენიმე თანმიმდევრულ საათზე განთავსებული განაცხადი, რომლის დაკმაყოფილება მხოლოდ სრულად არის შესაძლებელი;

გ) აისბერგგანაცხადი – განაცხადი, რომელიც ნაწილ-ნაწილ განთავსდება პლატფორმაზე და რომლის ყოველი მომდევნო ნაწილი გააქტიურდება წინა ნაწილის სრულად დაკმაყოფილების შემდგომ.  ამ წესების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დროის პრინციპის მიზნებისათვის, აისბერგ განაცხადის თითოეული ნაწილის განთავსების დრო არის პლატფორაზე მისი გააქტიურების დრო;

დ) შეზღუდული აღსრულების განაცხადი შესაძლებელია იყოს ორი ტიპის:

დ.ა) სრული და მყისიერი – გულისხმობს განაცხადის დაუყოვნებლივ თანხვედრას მასში მითითებული სრული რაოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განაცხადის ავტომატურ გაუქმებას;

დ.ბ) ნაწილობრივი და მყისიერი – გულისხმობს განაცხადის ნაწილობრივ ან სრულ თანხვედრას, ხოლო დარჩენილი ნაწილის ავტომატურ გაუქმება