1.  საქმისწარმოების დოკუმენტების სხვა ძირითადი ტიპებია:

ა) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპონდენცია;

ბ) განცხადება;

გ) განმარტებითი ბარათი;

დ) მოხსენებითი ბარათი;

ე) მინდობილობა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოების წესი განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების (მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების) დებულებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და  მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. დოკუმენტების ტექსტის ნიმუშებს ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წარდგინების საფუძველზე