1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ცნობა არის დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაცემული საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კონკრეტული იურიდიული ფაქტის არსებობას ან არარსებობას.
2. ცნობა შედგება შესავალი და საკონსტატაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვის და რა მიზნით ეძლევა ცნობა, ხოლო საკონსტატაციო ნაწილში ამომწურავად უნდა იქნეს მითითებული ცნობით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებ