1. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან საქმისწარმოებისას დაიცვან ამ დადგენილების მოთხოვნები.

2. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

3. დოკუმენტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე ,,Windows“-ის სისტემაში შემდეგი წესით: ძირითადი ტექსტები შესრულებული უნდა იყოს Sylfaen შრიფტით, ზომით №11, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი II
მუნიციპალიტეტში საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტის სახეე