1. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ საქმისწარმოებაში ამ ტაბელის II თავით დადგენილი დოკუმენტების გარდა სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობებისას.
2. მუნიციპალიტეტის მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ტაბელის მოთხოვნები. ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტების დარღვევისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს დაეკისრება კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობა.
3. დოკუმენტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე ,,Windows“-ის სისტემაში შემდეგი წესით: ძირითადი ტექსტები შესრულებული უნდა იყოს Sylfaen შრიფტით, ზომით №11, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების