1. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან საქმისწარმოებისას დაიცვან ამ დადგენილების მოთხოვნები.
2. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს საკრებულოში - საკრებულოს აპარატი, მერიაში - მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
3. დოკუმენტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows"-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: ძირითადი ტექსტები შესრულებული უნდა იყოს Sylfaen, ზომით №11, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუნიციპალიტეტში საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტის სახეე