1. სამართლებრივი აქტის განმარტებითი ბარათი არის, სამართლებრივი აქტის პროექტზე თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დადგენილ მონაცემებს სამართლებრივი აქტის შესახებ.
2. განმარტებითი ბარათის კანონით და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით შედგენას უზრუნველყოფს, პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი.
3. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) პროექტის ავტორი;
ბ) პროექტის ინიციატორი;
გ) სამართლებრივი აქტის მიღების საჭიროება – რა საკითხს ეხება, რომელი კანონის რა ნორმის შესასრულებლად მიიღება დადგენილება;
დ) სამართლებრივი აქტის ძირითადი მახასიათებლები – რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება;
ე) აქტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება – გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებებს და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯი ან როგორ იქნება გამოყენებული დამატებითი შემოსავალი;
ვ) ვინ იღებდა მონაწილეობას პროექტის შემუშავებაში, როგორ იქნა გათვალისწინებული მათი მოსაზრებები.
4. თუ პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად, პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნ