1.  საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები  განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონით – „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“,  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით, აგრეთვე ამ დადგენილებით.

2. საქმისწარმოებაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული ტაბელის და უნიფიცირებული  დოკუმენტების გარდა, სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქმისწარმოებისას წარმოქმნილი საჭიროებისა