1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამართლებრივი აქტები:
ა.ა) ნორმატიული აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
ა.ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;
ა.გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
ა.დ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება.
ა.ე) სხვა სამართლებრივი აქტები.
ბ) ოქმები:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;
ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი;
ბ.დ) სხვადასხვა კომისიის ოქმები;
გ) სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის დავალება (მითითება);
ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა;
ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ზ) მოხსენებითი ბარათი;
თ) განცხადებები;
ი) მინდობილობები;
კ) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპოდენცია;
ლ) განმარტებითი ბარათები;
მ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული გარიგება.
2. დოკუმენტბრუნვის (საქმისწარმოების) ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების შესრულებას:
ა) დოკუმენტების აღრიცხვა (შემოსული, შესრულებული კორესპონდენცია, ბრძანებები);
ბ) ახალი დოკუმენტების შექმნა/რეგისტრაცია: ნომრის და თარიღის მინიჭება, ხელმოწერა;
გ) დოკუმენტების მოძრაობა რეზოლუციაზე და ვიზირებაზე წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით;
დ) დოკუმენტების ძებნა წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით (მაგ.: რეგისტრაციის თარიღით, და ა.შ.);
ე) დოკუმენტების კლასიფიკაცია სხვადასხვა ტიპებით: ბრძანება, შესრულებული კორესპონდენცია, მოთხოვნა, მოხსენებითი ბარათი და ა.შ;
ვ) დოკუმენტების ძებნა შინაარსით;
ზ) მომხმარებელთა ჯგუფებისა და როლების მართვა;
თ) წვდომის უფლებების ინდივიდუალურად განსაზღვრის შესაძლებლობა;
ი) ელექტრონულად ჩართული ადრესატებისგან გამოგზავნილი კორესპონდენციის აღრიცხვა;
კ) სისტემაში განთავსებული მონაცემების შენახვა და დაცვა.
3. საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები, მისი მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების, მასში ცვლილებების შეტანის წესები და პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტები