1. სამართლერბივი აქტები იქმნება A4 ფორმატის ფურცელზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში.
2. სამართლებრივი აქტების ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი (დაიტანება „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);
ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
ბ.ა) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „თავმჯდომარის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
ბ.ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
გ) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა „დადგენილება №“ (დაიტანება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);
გ.ა) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა „განკარგულება №“ (დაიტანება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);
გ.ბ) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა „ბრძანება №“ (დაიტანება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის“ ასევე „ქარელის მუნიციპალიტეტის მერის“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
დ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – წელიწადი, თვე და რიცხვი (მაგ.: 2010 წლის 6 სექტემბერი; თარიღი დაიტანება წარწერის „დადგენილება №“ან, განკარგულება №“ ან, ბრძანება №“ 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);
ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ქარელი“ (დაიტანება სამართლებრივი აქტის“ მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში).
ვ) უფლებამოსილი პირის, საკრებულოს თავმჯდომარის ან მერის ხელმოწერა და მუნიციპალიტეტის ბეჭედი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებლოს ბიურო, კომისიების ან სხვა ოქმე