1. სამართლებრივი  აქტები  იქმნება  A4 ფორმატის ფურცელზე ან სტამბური წესით შესრულებულ  ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში.

2. სამართლებრივი აქტების ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:

ა) მცირე სახელმწიფო გერბი და  ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის გერბი (დაიტანება ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);

ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო“/,, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერია“ (დაიტანება  მცირე  სახელმწიფო  გერბის  და   ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  გერბის  შუა ნაწილში);

გ) №12  შრიფტით   შესრულებული   გამუქებული  წარწერა,  რომელიც  აღნიშნავს  დადგენილების/ბრძანების/განკარგულების  მიღების თარიღს  შემდეგი  თანმიმდევრობით  -  რიცხვი,  თვე  და წელიწადი  (მაგ.:  ...  დეკემბერი  2018 წელი;) დაიტანება  წარწერის  ,,დადგენილება  №“,  განკარგულება  №“  ან  ბრძანება  №“ 2  ინტერვალით  ზემოთ  მარჯვენა კუთხეში.

დ)  №12  შრიფტით  შესრულებული  გამუქებული  წარწერა  ,,ქ. ზუგდიდი“  დაიტანება  სამართლებრივი აქტის მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის პარალელურად  მარცხენა ზედა კუთხეში.

ე) №16  შრიფტით  შესრულებული  გამუქებული  წარწერა  ,,საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის 3 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

ე.ა) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,მერის ბრძანება“ (დაიტანება  მცირე სახელმწიფო გერბის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის 3 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

ე.ბ)      №14    შრიფტით     შესრულებული     წარწერა     ,,დადგენილება    №“ (დაიტანება    ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

ე.გ.)     №14    შრიფტით    შესრულებული    წარწერა    ,,განკარგულება    №“ (დაიტანება    ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ ჩანაწერის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

ე) უფლებამოსილი პირის (საკრებულოს თავმჯდომარის ან მერის) ხელმოწერა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ბეჭედი.

თავი IVმუნიციპალიტეტის საკრებულოს და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტე