1. სამართლერბივი აქტები იქმნება A4 ფორმატის ფურცლზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში.
2. სამართლებრივი აქტების ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი და კასპის მუნიციპალიტეტის გერბი (დაიტანება ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);
ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და კასპის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
ბ.ა.) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და კასპის მუნიციპალიტეტის გერბის შუა ნაწილში);
ბ.ბ.) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,კასპის მუნიციპალიტეტის მერია“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და კასპის მუნიციპალიტეტის გერბის შუა ნაწილში);
ბ.გ.) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,კასპის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და კასპის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
გ) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,დადგენილება №“ (დაიტანება ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
გ.ა) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,განკარგულება №“ (დაიტანება ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
გ.ბ) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,ბრძანება №“ (დაიტანება ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის“ ასევე ,,კასპის მუნიციპალიტეტის მერის“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
დ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით - წელიწადი, თვე და რიცხვი (მაგ.: 2016 წლის 8 აპრილი; თარიღი დაიტანება წარწერის ,,დადგენილება №“ ან, განკარგულება №“ ან ბრძანება №“ 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);
ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,კასპი“ (დაიტანება სამართლებრივი აქტის“ მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);
ვ) მერის ან საკრებულოს თავმჯდომარის ან/და სხვა უფლლებამოსილი პირის, ხელმოწერა და მუნიციპალიტეტის ბეჭედ