1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამართლებრივი აქტები:
ა.ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
ა.ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;
ა.გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
ა.დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება;
ა.ე) სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილება;
ა.ვ) სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) ოქმები:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;
ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი;
ბ.დ) სხვადასხვა კომისიის ოქმები;
ბ.ე) კასპის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ოქმი;
გ) სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის დავალება (მითითება);
ე) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ცნობა;
ვ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება;
ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
თ) მოხსენებითი ბარათი;
ი) მითითების აქტი;
კ) შემოწმების აქტი;
ლ) განცხადებები;
მ) მინდობილობები;
ნ) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპონდეცია;
ო) მერის წინადადება;
პ) სააღსრულებლო ფურცელი.
2. დოკუმენტბრუნვის (საქმისწარმოების) ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების შესრულებას:
ა. დოკუმენტების აღრიცხვა (შემოსული, შესრულებული კორესპონდენცია, ბრძანებები);
ბ. ახალი დოკუმენტების შექმნა/რეგისტრაცია: ნომრის და თარიღის მინიჭება, ხელმოწერა;
გ. დოკუმენტების მოძრაობა რეზოლუციაზე და ვიზირებაზე წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით;
დ. დოკუმენტების ძებნა წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით (მაგ.: რეგისტრაციის თარიღით, და ა.შ.);
ე. დოკუმენტების კლასიფიკაცია სხვადასხვა ტიპებით: ბრძანება, შესრულებული კორესპონდენცია, მოთხოვნა, მოხსენებითი ბარათი და ა.შ;
ვ. დოკუმენტების ძებნა შინაარსით;
ზ. მომხმარებელთა ჯგუფებისა და როლების მართვა;
თ. წვდომის უფლებების ინდივიდუალურად განსაზღვრის შესაძლებლობა;
ი. ელექტრონულად ჩართული ადრესატებისგან გამოგზავნილი კორესპონდენციის აღრიცხვა;
კ. სისტემაში განთავსებული მონაცემების შენახვა და დაცვა.
3. საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები, მისი მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების, მასში ცვლილებების შეტანის წესები და პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტები